logo_geo
eng_logo
ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს
- +

13 აგვისტო. 2022. 00:05

 

 

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს, მათ შორის რამდენიმე მარკირებულია როგორც "საიდუმლო".

 

ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება.

 

როგორც დაზუსტდა, ჩხრეკისას ამოღებულია 20-მდე ყუთი ნივთებით, საქაღალდე ფოტოებით, ხელნაწერი. ასევე ნაპოვნია დოსიე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე.

 

ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ექს-პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვებამდე თავისი უფლებამოსილება გამოიყენა მასალებზე საიდუმლოს გრიფის მოხსნისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner