logo_geo
eng_logo
კონგრესმენი ბრაიან ბაბინი: FBI საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებს ტრამპის წინააღმდეგ
- +

13 აგვისტო. 2022. 00:26

 

 

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ბრაიან ბაბინმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებს ყოფილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

 

„მათ სურთ ტრამპს მისწვდნენ, რადგან იციან, რომ ის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს ელიტისთვის. მათ არ უნდათ, რომ მან ხელახლა იყაროს კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და შემიძლია გითხრათ, რომ არ გაჩერდებიან. ეს ჩვენი რესპუბლიკის სირცხვილია“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

 

ბრაიან ბაბინის თქმით, ბოლო 5.5 წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპი სადაზვერვო უწყებების დაუნდობელი თავდასხმის სამიზნეა.

 

„ყველაფერი, რაშიც მას ადანაშაულებდნენ, ტყუილი აღმოჩნდა“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner