შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტკვისტმა არ გამორიცხა, რომ შვედეთმა უკრაინისთვის შესაძლოა იარაღი აწარმოოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ამას მე არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერ საუბარი ადრეა“, - განაცხადა მინისტრმა.
შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის წარმოებით დაინტერესება უკვე გამოხატეს სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა.
„საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში საწარმოო ხაზების გამოყენებაზე იარაღის წარმოებისთვის, რომელიც შეიძლება პირდაპირ მიეწეოდოს უკრაინას. ჩვენ ველით, რომ კონფლიქტი ხანგრძლივი იქნება და ამიტომ, მივიჩნევთ, რომ იარაღის მიწოდება, რომელიც აქამდე განხორციელდა, უნდა შეივსოს პირდაპირი წარმოებით“,- განაცხადა ჰულტკვისტმა.