logo_geo
eng_logo
იტალიელი კაცი, რომელმაც ბანკის გაძარცვის მიზნით გვირაბი გათხარა, თავისივე გათხრილ გვირაბში გაიჭედა
- +

13 აგვისტო. 2022. 01:17

 

 

იტალიის დედაქალაქ რომში კაცი, რომელმაც ბანკის გაძარცვის მიზნით 6 მეტრის სიღრმეზე გვირაბი გათხარა, თავისივე გათხრილ გვირაბში გაიჭედა. ამის შესახებ Euronews იტყობინება.

 

ბოროტმოქმედი, რომელმაც ჩამოშლილ გვირაბში 8 საათი გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, მძარცველებმა გადაწყვიტეს, დაკეტილი მაღაზიიდან ბანკამდე გვირაბი გაეთხარათ, რათა 15 აგვისტოს, უქმე დღეს ბანკი გაეძარცვათ.

 

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი 4 თანამზრახველი კი დაკავებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner