უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის პასპორტიზაციას უშედეგოდ ცდილობს.
მისივე თქმით, რუსული პასპორტი მკვლელის ნიშანია, რაც უკრაინელებს არ სურთ.
„რუსეთის ფედერაციის ყველა მცდელობა, მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების პასპორტიზაცია, წარუმატებელია. იმიტომ, რომ უკრაინული პასპორტი არის თავისუფლების, ღია საზღვრების, პატივისცემის სიმბოლო. რუსული პასპორტი არის მკვლელის ნიშანი, ბილეთი უუფლებო, განდევნილთა საზოგადოებაში“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.