„უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა სხვადასხვა ტიპის სულ მცირე 90 თვითმფრინავი და ვერტმფრენი დაკარგა“, - ამის შესახებ კანადის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო დეპარტამენტი იუწყება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ამ ზარალის ნაწილი ყირიმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ განიცადა.
„რუსეთის საჰაერო ძალებმა დაკარგეს მინიმუმ 90 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრნენ. რუსეთმა ამ ზარალის ნაწილი განიცადა ყირიმშიც. რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა ან დაზიანდა. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა აეროპორტის სხვა რუსული ტექნიკა და ობიექტები.
ეს დანაკარგები, ალბათ, ძალიან შეასუსტებს რუსეთის უნარს, განახორციელოს საჰაერო ოპერაციები სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით“, - აღნიშნულია განცხადებაში.