logo_geo
eng_logo
ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს - „არ შეიძლება, ევროპა გადაიქცეს სუპერმარკეტად“
- +

13 აგვისტო. 2022. 10:07

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს.

მისივე თქმით, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს, რუსეთთან შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი მიდგომა – როგორც ტერორისტ სახელმწიფოსთან.

„სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ რუსეთის მოქალაქეებთან მიდგომას. მადლიერი ვარ ჩეხეთის, ბალტიის ქვეყნების და სხვა ქვეყნების, რომლებმაც წამოიწყეს დისკუსია ტერორისტი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ რუსი მკვლელები, სახელმწიფო ტერორის ხელმძღვანელები არ ისარგებლებენ შენგენით. არ შეიძლება ევროპის იდეის დანგრევა, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების. არ შეიძლება, ევროპა გადაიქცეს სუპერმარკეტად, რომლისთვისაც სულ ერთია, ვინ შედის, მთავარია ადამიანმა გადაიხადოს ნავაჭრი. ამიტომ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება სამართლიანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner