logo_geo
eng_logo
თეთნულდზე ჩარჩენილი ერთი უცხოელი ტურისტის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში გადაასვენეს
- +

13 აგვისტო. 2022. 15:43

 

 

 

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

მაშველებმა, ძებნა-გადარჩენის ღონისძიების ფარგლებში, მწვერვალ თეთნულდიდან, გარდაცვლილი მთასვლელის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში ჩამოასვენეს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იქამდე, მაშველებმა დაშავებული ორი მთამსვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან SOS შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს მაშველთა დახმარება ესაჭიროებოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner