logo_geo
eng_logo
ცაგერისა და ლენტეხის და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძართან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- +

13 აგვისტო. 2022. 15:44

 

 

ცაგერისა და ლენტეხის და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენი ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან, ნებსით თუ უნებლიედ, იწვევს სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარი.

საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივმართავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე - ყველა შესაბამის უწყებას, რათა დროულად შეიქმნას საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან დაინტერესებული მხარეები და საბოლოოდ გადაწყვეტენ სადავო საკითხებს.

ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი განსაზღვრავს ჩვენი ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და, შესაბამისად, ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც.

,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფს. 28; 11).
ქრისტესმიერი სიყვარულით, თქვენთვის მლოცველნი: სტეფანე, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი; ილარიონი, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner