logo_geo
eng_logo
ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინულ პორტში მარცვლეულის აფრიკაში ექსპორტისთვის ჩასული გემი ჩამოდგა
- +

13 აგვისტო. 2022. 17:03

 

 

უკრაინაში, „პივდენეს“ პორტში (ე.წ. სამხრეთის პორტი) ჩამოდგა აფრიკული გემი, რომელიც, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის პირველ პარტიას გაიტანს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს

სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია. ძალიან მალე, უკრაინული მარცვლეული ეთიოპიას მიეწოდება“, - დაწერა Twitter-ზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.

ეთიოპიაში ხორბლის გასატანად, გემის დატვირთვა უკვე იწყება. გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ეს იქნება პირველი გემი, რომელიც უკრაინიდან აფრიკაში სურსათს გაიტანს.

მრავალი თვის განმავლობაში, რუსეთი უკრაინის პორტებს ბლოკავდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტის ექსპორტს ვერ ახერხებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner