„ესპანეთში, ქალაქ ვალენსიასთან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, სცენა ჩაინგრა. შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 17 ადამიანი“, - ამის შესახებ CNN წერს.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
ფესტივალის ტერიტორიიდან ადამიანები გაიყვანეს, რათა სასწრაფო დახმარებისა და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა არ შეფერხებულიყო.