logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლში ძლიერი აფეთქებები მოხდა - „პარტიზანები მუშაობენ, აფეთქებაში უკრაინელები მონაწილეობდნენ“
- +

13 აგვისტო. 2022. 19:45

 

 

მარიუპოლის მერიაში განაცხადეს, რომ 13 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ოკუპირებულ მარიუპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც „მთელმა ქალაქმა გაიგო“. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ დაწერა.

 

 „ძლიერი აფეთქება მარიუპოლში! 15:40 საათზე ოკუპირებულ მარიუპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა. მთელმა ქალაქმა გაიგო. ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებიან. დეტალები მოგვიანებით“, - წერს ანდრიუშჩენკო.

 

მისი თქმით, აფეთქებაში უკრაინელები მონაწილეობდნენ.

 

იმავე წუთებში მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების შესახებ განაცხადა - მისი თქმით, პარტიზანები მუშაობენ.

„მეშვიდე დღეა, ჩვენი წინააღმდეგობის ძალები რაშისტებს წამით მშვიდობას არ აძლევენ. მელიტოპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. ველოდებით კარგ ამბებს რუსეთის შემდეგი დანაკარგების შესახებ“, - განაცხადა ფიოდოროვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner