მარიუპოლის მერიაში განაცხადეს, რომ 13 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ოკუპირებულ მარიუპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც „მთელმა ქალაქმა გაიგო“. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ დაწერა.
„ძლიერი აფეთქება მარიუპოლში! 15:40 საათზე ოკუპირებულ მარიუპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა. მთელმა ქალაქმა გაიგო. ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებიან. დეტალები მოგვიანებით“, - წერს ანდრიუშჩენკო.
მისი თქმით, აფეთქებაში უკრაინელები მონაწილეობდნენ.
იმავე წუთებში მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების შესახებ განაცხადა - მისი თქმით, პარტიზანები მუშაობენ.
„მეშვიდე დღეა, ჩვენი წინააღმდეგობის ძალები რაშისტებს წამით მშვიდობას არ აძლევენ. მელიტოპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. ველოდებით კარგ ამბებს რუსეთის შემდეგი დანაკარგების შესახებ“, - განაცხადა ფიოდოროვმა.