logo_geo
eng_logo
ვალერი ზალუჟნი: უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია
- +

13 აგვისტო. 2022. 21:47

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამარცხეს უკრაინის ომში მონაწილე რუსული ჯარების ნაწილების მეხუთედი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, მარკ მილისთან საუბრის შემდეგ.

 

„დღევანდელი სატელეფონო საუბრისას ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ამ ომში რუსების დანაკარგების შეფასებები. აღვნიშნეთ, რომ მტერი განიცდის მნიშვნელოვან ზარალს, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი ძალით - უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

 

ზალუჟნიმ, ასევე, მილის აცნობა, რომ აქტიური საომარი მოქმედებები 1300 კმ-იან ფრონტზე დღესაც გრძელდება.

„ჩვენ ნამდვილად გვჭირდება საარტილერიო ცეცხლის გაზრდა - ამით კვლავ მივმართე ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner