ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ნოვაია-კახოვკაში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „Most“ ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აფეთქებები სოკოლის მიკრორაიონიდან, ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოდან არც თუ ისე შორს მოხდა.
„სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალის, ტექნიკისა და საბრძოლო მასალის დაგროვების ადგილს“, - წერს გაზეთი.
მანამდე, ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა.