logo_geo
eng_logo
Die Welt: ყაზახეთი და საქართველო შიშობენ, რომ ისინი იქნებიან შემდეგი, სადაც რუსეთი შეიჭრება, რუსები სისხლის გემოს გასინჯვით ვეღარ ჩერდებიან
- +

13 აგვისტო. 2022. 23:31

 

 

ყაზახეთი და საქართველო შიშობენ, რომ ისინი იქნებიან შემდეგი, სადაც რუსეთი შეიჭრება. რუსეთის ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ახალი საბჭოთა კავშირის პროპაგანდას ახორციელებს, პუტინს კი კიდევ უფრო შორი გათვლები აქვს. კრემლი იყენებს ჭკვიანურ სტრატეგიას, რომელიც დასავლეთისთვის გაფრთხილება უნდა იყოს“, - ამის შესახებ გამოცემა Die Welt წერს.

 

გამოცემა წერს, რომ პუტინმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას არა მხოლოდ „ტრაგედიად“, არამედ „ისტორიული რუსეთის ნგრევადაც“ მიიჩნევს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, კრემლის მეთაურის წარსულში დაბრუნების სურვილს აშკარად გამოხატავს.

 

ისტორიკოსი კარლ შლეგელი აღნიშნავს, რომ სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული ისეთი რუსი ჩინოვნიკების განცხადებები, როგორიც არის რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა ყაზახეთი იყო „ხელოვნური სახელმწიფო“ და მხოლოდ რუსეთს შეეძლო იქ წესრიგის აღდგენა.

 

„ხალხი, რომელიც ოდესღაც დიდ და ძლევამოსილ სსრკ-ში ბინადრობდა, კვლავ ერთად იცხოვრებს“, - დაწერა მედვედევმა და დასძინა, რომ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ტერიტორიებით რუსეთის ფედერაციასთან მხოლოდ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება შეუძლია.

 

„უკრაინის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი და უმიზნო ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მეზობლებს ეშინიათ. ბოლოს და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ პუტინს შეუძლია მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ ომის დაწყება სწორედ ასე, უმიზეზოდ. დღეს დაადანაშაულეს უკრაინა ნაციზმში, ხვალ კი საქართველოს ან ყაზახეთს დააბრალებენ. შეშლილ, სისხლიან რეჟიმს არ აინტერესებს ვინ დაანგრიოს შემდეგი. რუსები სისხლის გემოს გასინჯვით ვეღარ ჩერდებიან“, - წერს გამოცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner