logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის მიერ დასპონსორებულ შარლატან არახამიას, რომელიც მძიმე განსაცდელში ჩავარდნილ უკრაინაზე უნდა ფიქრობდეს, აქვს იმის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამუნათოს
- +

13 აგვისტო. 2022. 23:36

 

 

„ვინც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, ყველას აქვს მასავით რუსული კვალი. ასეა დავით არახამია-ბრაუნის შემთხვევაშიც. ამ ფულისტს სხვაგვარად არ შეუძლია არსებობა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ვინც სააკაშვილს უკავშირდება, ის ყოველმხრივ გახრწნილიცაა, როგორც ნაცსექტა.

 

„ვინც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, ყველას აქვს მასავით რუსული კვალი. ასეა დავით არახამია-ბრაუნის შემთხვევაშიც. ეს კორუმპირებული „ოსტაპ ბენდერი“ იყო უკრაინის მოღალატე, პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ლაქია, შემდგომში ბედი სცადა სააკაშვილის უკრაინულ „ლუზერ“ პარტიაში Рух Нових Сил-ში. თუმცა, პოლიტიკურ ავანსცენაზე ზელენსკის გამოჩენისთანავე, მის პარტიაში გადახტა და პარლამენტარობაც მოიპოვა. რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, სანქცირებულ ოლიგარ აბრამოვიჩთანაც გააბა ბიზნეს-კავშირები. ამ ფულისტს სხვაგვარად არ შეუძლია არსებობა. სააკაშვილის მიერ დასპონსორებულ შარლატან არახამიას, რომელიც მძიმე განსაცდელში ჩავარდნილ უკრაინაზე 24/7 უნდა ფიქრობდეს, აქვს იმის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამუნათოს. თუმცა, ვინც სააკაშვილს უკავშირდება, ის ხომ ყოველმხრივ გახრწნილიცაა, როგორც ნაცსექტა“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner