logo_geo
eng_logo
ახალი გარემოება დაკარგულ სამხედროებზე- ერთ-ერთ მათგანს, წვრთნების დროს ყურების ანთება ჰქონდა
- +

22 აგვისტო. 2016. 01:24



გონიოს სანაპიროზე დაკარგული სამხედროების სამძებრო სამუშაოების ოპერაცია გრძელდება. შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების სამხედრო მოსამსახურეები მებრძოლ მყვინთავთა კურსს გადიოდნენ.


იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ოჯახებს, 16 აგვისტოს მომხდარი შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.  ვლადიმერ შარაძე ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ იაგოს იმ დღეებში ყურების ანთება ჰქონდა.



სამხედროების სამძებრო სამუშაოებში თურქული ხომალდის დახმარება გახდა საჭირო. დავით ნიკოლეიშვილი ვარაუდის დონეზე, ერთ-ერთ ვერსიად აღჭურვილობის შესაძლო გაუმართავობას ასახელებს.


აღჭურვილობაზე ან სხვა რაიმე დეტალზე ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო გამოძიების დასრულებამდე არ ავრცელებს.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner