რუსეთის სამხედრო სარდლობამ დონბასში უზარმაზარი რესურსების კონცენტრირება მოახდინა. იქ მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დონბასში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებით ყველაზე ცხელი წერტილები უცვლელია - ავდეევკა, მარინკა, პესკი, ბახმუტი. რუსეთმა თავისი რესურსების უზარმაზარი რაოდენობა გაგზავნა ამ მიმართულებით - არტილერია, ხალხი. იქ ყველა ჩვენი დამცველი უბრალოდ გმირია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.