logo_geo
eng_logo
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მამაკაცი მოკლეს
- +

13 აგვისტო. 2022. 23:50

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან იაგანაშვილს მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

 

არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ და მხარეებს შორის დაპირისპირება სწორედ იქ მოხდა.

 

მოკლულის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.

 

ადგილზე პილიციაა მობილიზებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner