უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა აუცილებლად დაბლოკოს რუსეთის ბირთვული ინდუსტრია.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე და მეზობელ რაიონებში რუსული კონტინგენტის ყოფნის ყოველი დღე იმდენად ზრდის ევროპისთვის რადიაციულ საფრთხეს, როგორც ეს არ ყოფილა ცივი ომის დროს დაპირისპირების პიკშიც კი.
უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა აუცილებლად დაბლოკოს რუსეთის ბირთვული ინდუსტრია.
ტერორისტული სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ისევე როგორც ის, ვინც მათ ეხმარება ამ შანტაჟის ოპერაციაში ატომური ელექტროსადგურით, უნდა გაასამართლოს საერთაშორისო სასამართლომ. ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელიც ან ესვრის ქარხანას ან ისვრის ქარხნის საფარქვეშ, უნდა გაიგოს, რომ ის ხდება ჩვენი დაზვერვისა და საიდუმლო სამსახურის, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე“, - განაცხადა ზელენსკიმ.