logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა
- +

14 აგვისტო. 2022. 01:19

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ France Presse ელისეის სასახლეზე დაყრდნობით წერს.

 

„ფინეთისა და შვედეთის ეს სუვერენული არჩევანი, ორი ევროპელი პარტნიორი, გააძლიერებენ უსაფრთხოებას მათ სამეზობლოში არსებული საფრთხის წინაშე და ამ ორი პარტნიორის შესაძლებლობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ კოლექტიურ პოზიციასა და ჩვენს ევროპულ უსაფრთხოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner