საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ France Presse ელისეის სასახლეზე დაყრდნობით წერს.
„ფინეთისა და შვედეთის ეს სუვერენული არჩევანი, ორი ევროპელი პარტნიორი, გააძლიერებენ უსაფრთხოებას მათ სამეზობლოში არსებული საფრთხის წინაშე და ამ ორი პარტნიორის შესაძლებლობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ კოლექტიურ პოზიციასა და ჩვენს ევროპულ უსაფრთხოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.