კონსერვატიულ პარტიაში ჩატარებული გამოკითხვებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი 22%-ით უსწრებს რიში სუნაკს. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოკითხვა პარტიის 450 წევრს შორის ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, 61%-ს სურს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო ხაზინის ყოფილ კანცლერს, რიში სუნაკს გამოკითხულთა 39%-მა დაუჭირა მხარი.
ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობის დასადგენად გამოკითხვა ჩატარდება 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, ხოლო ვინ გახდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნიდან ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას.