logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის პრემიერის პოსტის დასაკავებლად ლიზ ტრასი 22%-ით უსწრებს რიში სუნაკს - გახდება თუ არა ის ბრიტანეთის ახალი პრემიერი?
- +

14 აგვისტო. 2022. 01:44

 

 

​კონსერვატიულ პარტიაში ჩატარებული გამოკითხვებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი 22%-ით უსწრებს რიში სუნაკს. ამის შესახებ Reuters წერს.

 

გამოკითხვა პარტიის 450 წევრს შორის ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, 61%-ს სურს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო ხაზინის ყოფილ კანცლერს, რიში სუნაკს გამოკითხულთა 39%-მა დაუჭირა მხარი.

 

ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობის დასადგენად გამოკითხვა ჩატარდება 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, ხოლო ვინ გახდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნიდან ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner