საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისრაელთან მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა. შეგახსენებთ, რომ პირველში ჩვენი გუნდი 96:104 დამარცხდა. მეორეშიც ისრაელმა გაიმარჯვა – 81:68.
ეს შეხვედრა დახურული იყო და მხოლოდ რამდენიმე ციფრის მოწოდება შეგვიძლია. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო. გიორგი შერმადინის ანგარიშზე 15 ქულაა.
ისრაელში ქულები-მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა: გაი პნინიმ 12 ქულა ჩააგდო, ტომერ გინატმა 10 ქულას 10 მოხსნა მიამატა, ხოლო იამ მადარმაც მატჩი 10 ქულით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი უკვე ათენში, აკროპოლისის თასზე ელის, რომელიც 17-19 აგვისტოს გაიმართება. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან პოლონეთი, თურქეთი და საბერძნეთი.