რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ უნგრეთში გაზის დამატებითი მიწოდება დაიწყო, - წერს უკრაინული მედია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
„უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცნობით, მოსკოვთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც „გაზპრომმა“ დაიწყო გაზის ამ დრომდე განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტის მიწოდება“, - წერს Ukrinform-ი.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, „უნგრეთის მთავრობის მოვალეობაა, უზრუნველყოს ქვეყნისთვის გაზის უსაფრთხო მიწოდება“.