logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: უნგრეთში რუსეთიდან გაზის დამატებითი მიწოდება დაიწყო
- +

14 აგვისტო. 2022. 10:11

 

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ უნგრეთში გაზის დამატებითი მიწოდება დაიწყო, - წერს უკრაინული მედია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

„უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცნობით, მოსკოვთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც „გაზპრომმა“ დაიწყო გაზის ამ დრომდე განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტის მიწოდება“, - წერს Ukrinform-ი.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, „უნგრეთის მთავრობის მოვალეობაა, უზრუნველყოს ქვეყნისთვის გაზის უსაფრთხო მიწოდება“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner