logo_geo
eng_logo
DW: სანქციების გამო, 10 რუსული თვითმფრინავი გერმანიას ვერ ტოვებს
- +

14 აგვისტო. 2022. 10:33

 

რუსი მფლობელების ან რუსეთის საკუთრებაში არსებული ათი თვითმფრინავი გერმანულ აეროდრომებზე რჩება და ქვეყანას ვერ ტოვებს, - წერს Deutsche Welle გერმანიის ტრანსპორტის ფედერალურ სამინისტროზე დაყრდნობით.

„ეს თვითმფრინავები ქვეყანას სანქციების გამო ვერ ტოვებენ: გერმანიამ რუსეთის ავიაციას ცა 27 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ დაუხურა“, - წერს გერმანული მედიასაშუალება.

Deutsche Welle-ს ცნობით, ძირითადად, მცირე ზომის - ბიზნესჯეტებსა და ჩარტერული ფრენებისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებზეა საუბარი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner