logo_geo
eng_logo
მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელთან კომუნიკაცია შედგა - მათკენ მაშველები მიემართებიან
- +

14 აგვისტო. 2022. 11:07

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ მთასვლელებზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 3 მთასვლელთან კომუნიკაცია შედგა.

მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთაშესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას“, - აღიშნულიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან SOS შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს მაშველთა დახმარება ესაჭიროებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner