"ქართუმ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული "მუსიკალური პარკი" საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.
მუსიკალური პარკი Bleack Sea Arena-ს მიმდებარედ მდებარეობს და მასში 24 მუსიკოსის ფიგურაა. როგორც "აიპრესთან" ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, მომავალში პარკს ქანდაკებები დაემატება და 36 კომპოზიცია იქნება. კომპოზიციები აღჭურვილია მუსიკალური გაფორმებით. ყველა დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება, მოუსმინოს მუსიკალურ კომპოზიციებს.