სომხეთის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“, აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია ექვსი სამხედრო ეკიპაჟი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, არიან დაშავებულები.