logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ზაპოროჟიეს ქარხანას ესვრის ან მას სროლის დროს საფარად იყენებს, უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების, სპეცსამსახურების, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე ხდება
- +

14 აგვისტო. 2022. 16:43

 

უკრაინის სამიზნეები არიან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ესვრიან ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურს ან იყენებენ მას, როგორც ბაზას“, - წერს Al Jazeera უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ქარხანას ესვრის ან მას სროლის დროს საფარად იყენებს, უნდა ესმოდეს, რომ ის ხდება ჩვენი დაზვერვის აგენტების, ჩვენი სპეცსამსახურების, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსული არმიის მიერ რამდენჯერმე დაიბომბა, მაგრამ რუსი ოკუპანტები ბრალდებას უარყოფენ და დაბომბვაში კიევს ადანაშაულებენ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში. ამასთან, ის მსოფლიოს 10 უმსხვილეს ატომური ელექტროსადგურს შორისაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner