ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს დელეგაცია ტაივანში ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დელეგაციაში კონგრესის 5 წევრი შედის, მათ დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს. ორშაბათს დელეგაციის წევრები ტაივანის პრეზიდენტს შეხვდებიან. ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის განცხადების თანახმად, ვიზიტი დელეგაციის რეგიონული ტურის ფარგლებში ხორციელდება.
2 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, რასაც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პელოსისვიზიტის შემდეგ ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.