logo_geo
eng_logo
„შვილმა ყელი გამოჭრა“ - დეტალები თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე
- +

14 აგვისტო. 2022. 21:40

 

 

თბილისში, ლილოს დასახლებაში 17 წლის შვილმა ცივი იარაღით დედა მოკლა. ცნობილია, რომ ამაში მას მეგობარიც ეხმარებოდა.

 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 34 წლის ქალი ჟანა ხალილოვია.

 

როგორ ცნობილია, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი.

 

„თავის შვილს გამოუჭრია ყელი, შემდეგ გარდაბანში წასულა, სადაც ცხოვრობდნენ და ბებიასა და ბაბუისთვის უთქვამს, ასეთი რამ ჩავიდინეო. ქალი დახმარებას ითხოვდა და არცერთი მეზობელი არ მიეშველა. ძალიან კარგი გოგო იყო“, - აცხადებს გარდაცვლილი ქალის მეზობელი.

 

შეგახსენებთ, თბილისში 17 წლის შვილმა 34 წლის დედა მოკლა - დანაშაულის ჩადენაში მას მეგობარი ეხმარებოდა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner