logo_geo
eng_logo
ენერგოდარის მერი: ოკუპანტებმა ენერგოდარი დაბომბეს, არიან დაშავებულები
- +

14 აგვისტო. 2022. 21:32

 

 

„რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი  დაიღუპა“, - ამის შესახებ მერმა დმიტრო ორლოვმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

 

„14 აგვისტოს ოკუპანტების მიერ განზრახ განხორციელებულმა მკვლელურმა პროვოკაციებმა ენერგოდარში კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, - აცხადებს ენერგოდარის მერი.

 

მანამდე, ენერგოდარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ქალაქის ქუჩებში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

 

„დაშავებულია კიდევ ორი ​​თანამშრომელი, რომლებიც ენერგოდარის სპეციალიზებულ სამედიცინო და სანიტარიულ განყოფილებაში გადაიყვანეს“, - აღნიშნავს დმიტრო ორლოვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner