„რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი დაიღუპა“, - ამის შესახებ მერმა დმიტრო ორლოვმა განაცხადა.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
„14 აგვისტოს ოკუპანტების მიერ განზრახ განხორციელებულმა მკვლელურმა პროვოკაციებმა ენერგოდარში კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, - აცხადებს ენერგოდარის მერი.
მანამდე, ენერგოდარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ქალაქის ქუჩებში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
„დაშავებულია კიდევ ორი თანამშრომელი, რომლებიც ენერგოდარის სპეციალიზებულ სამედიცინო და სანიტარიულ განყოფილებაში გადაიყვანეს“, - აღნიშნავს დმიტრო ორლოვი.