logo_geo
eng_logo
ვაშინგტონში უცნობი პირი კაპიტოლიუმის ღობეს მანქანით შეეჯახა, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა და თავი მოიკლა
- +

14 აგვისტო. 2022. 22:09

 

 

„ვაშინგტონში, უცნობი მამაკაცი კაპიტოლიუმის ღობეს მანქანით შეეჯახა, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა და თავი მოიკლა“, - ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.

 

გამოცემა წერს, რომ შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

 

პოლიციის თქმით, როგორც ჩანს, მამაკაცის სამიზნე კონგრესის წევრები არ ყოფილან, რადგან ისინი ამ დროს შვებულებაში იმყოფებიან.

 

პრესკონფერენციაზე, კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა, ტომ მანჯერმა აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს, პიროვნება, რომლის ვინაობაც არ სახელდება, არაფერს ამბობდა.

 

მისი თქმით, პოლიცია იკვლევს კაცის სოციალურ ქსელებს, ეძებს მის სახელს მონაცემთა ბაზებში, თუმცა ჯერ ვერაფერი იპოვეს ისეთი, რაც მას კაპიტოლიუმთან შეიძლება აკავშირებდეს.

 

„ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მის მოტივაციაზე მიუთითებს“, - აცხადებს მანჯერი.

 

ტომ მანჯერის თქმით, მამაკაცის მანქანა კაპიტოლიუმის აღმოსავლეთით ბარიკადს შეეჯახა, ის გადმოვიდა და კაპიტოლიუმის შენობისკენ დაიწყო გადაადგილება. ქუჩის გადაკვეთისას იარაღიდან უმისამართოდ ისროდა და როცა კაპიტოლიუმთან მივიდა, პოლიციის ოფიცერმა დაინახა, რომ მან საკუთარ თავს ესროლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner