„ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, კანონი სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს.
„პრაქტიკა ისეთია, რომ ლატვიელებმა უნდა იცოდნენ რუსული ენა ბევრ სიტუაციაში, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება, გარდა გარკვეული შემთხვევებისა, რაც კანონში იქნება ჩამოთვლილი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ლატვიური ენა უნდა იყოს გამოყენებული საქმიან ურთიერთობებში და სამუშაო ადგილზე კომუნიკაციისთვის“, - აღნიშნა იანის ბორდანსმა.
ლატვიის იუსტიციის მინისტრის თქმით, პროექტს კოალიციის წევრები უახლოეს მომავალში განიხილავენ და პოზიციების შეთანხმების შემდეგ წარადგენენ.