logo_geo
eng_logo
მამუკა მამულაშვილი: რუსეთს ძალიან უჭირს იარაღის შემოტანა, გზები ნაწილობრივ გადაკეტილია
- +

14 აგვისტო. 2022. 23:05

 

 

„რუსეთს ძალიან უჭირს იარაღის შემოტანა, რაც სჭირდება არტილერიისთვის, რადგან გზები უკვე არის გადაკეტილი“, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც 1 წლის განმავლობაში, პირველი დაუპირისპირდა რუსეთის სამხედრო მანქანას.

 

ამასთან, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სექტემბრიდან ბრძოლის ველზე ვითარება რადიკალურად შეიცვლება.

 

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც დაუპირისპირდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას და საქართველო იყო ის გმირი ქვეყანა, რომელიც 1 წლის მანძილზე შეებრძოლა ამ დიდ სამხედრო მანქანას. საქართველოს აფხაზეთის ომის დროს არ ჰქონდა დასავლეთის მხარდაჭერა. საქართველოში ამ დროს, 30 წლის წინ ძალიან ცუდ დღეში იყო. დღეს დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი ხვდება იმ შეცდომებს, რა შეცდომებიც დაუშვეს მაშინ. მჯერა, საქართველო დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომელიც დაკარგა 30 წლის წინ.

 

საქართველომ ყველას ანახვა მისი სამხედრო შესაძლებლობები. ბევრი რამ მთელი მსოფლიოსთვის დღეს ნათელი გახდა. მინიმალური რაოდენობის სისტემებია მიწოდებული უკრაინისთვის, რომლითაც  ახორციელებენ ფაქტობრივად ამ ომის მიმდინარეობის ცვლილებას და როდესაც საკმარისი რაოდენობის იარაღი გადმოეცემა, ვიხილავთ სულ სხვა სურათს ფრონტის ხაზზე. საკმაოდ რთული ვითარებაა, უამრავი სამოქალაქო პირი კვდება რუსული დაბომბვით. რუსეთს, პირველ რიგში, იერიში მიაქვს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე, ეს არის ტერორისტული სტრატეგია, რომელსაც იყენებს რუსეთი იმისთვის, რომ დათესოს პანიკა. უკრაინის უპირატესობა უკვე იგრძნობა.

 

რუსეთს ძალიან უჭირს ლოგისტიკის გამართვა. გზები ნაწილობრივ არის გადაკეტილი. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან არტილერიაზე, მანძილი ჯარებს შორის საკმაოდ დიდია. რუსების უპირატესობა არის ის, რომ დიდი რაოდენობით ლოგისტიკა  შემოსდით და შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში საარტილერიო დარტყმები განახორციელონ“, - აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner