ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაშავებულია 60 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა.