logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს: თქვენი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ უნდა ჟღერდეს
- +

15 აგვისტო. 2022. 00:57

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.

 

როგორც მან თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როცა ბოროტება ასეთ პროპორციებს იღებს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება.

 

მან მოუწოდა რუსებს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფებს, მხარი დაუჭირონ უკრაინას.

 

„თუ თქვენ რუსეთის მოქალაქეობა გაქვთ და ჩუმად ხართ, მაშინ არ იბრძვით. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ ამას მხარს უჭერთ. სადაც არ უნდა იყოთ, თქვენი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად და ამ ომის წინააღმდეგ უნდა ჟღერდეს. ვინც ამ ომს უჭერს მხარს, მძიმე ფასს გადაიხდის“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner