„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების ორი ბაზა და საბრძოლო მასალის ერთი საწყობი“, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებმა ოკუპანტების ორი ბაზა გაანადგურეს - ქალაქ ტოკმაკში (ზაპოროჟიეს ოლქი) და ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქში.
გარდა ამისა, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის საცავი.