logo_geo
eng_logo
უკრაინელებმა ოკუპანტების ორი ბაზა გაანადგურეს
- +

15 აგვისტო. 2022. 00:58

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების ორი ბაზა და საბრძოლო მასალის ერთი საწყობი, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინელებმა ოკუპანტების ორი ბაზა გაანადგურეს - ქალაქ ტოკმაკში (ზაპოროჟიეს ოლქი) და ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქში.

 

გარდა ამისა, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის საცავი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner