„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი, სავარაუდოდ, გაჭიანურდება, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა იქნება“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალმა სერხიი კრივონოსმა განაცხადა.
„ჯერ კიდევ ბევრი უძილო ღამეა, ბევრი ბრძოლა, ბევრი დანაკარგი“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალი.
მისი აზრით, უკრაინას აქვს „უზარმაზარი შანსი“ მოიგოს ეს ომი.
გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი უკრაინა უნდა მოემზადოს გაჭიანურებული ომისთვის.
„პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკის მომზადება ამ ომისთვის, ინფრასტრუქტურის მომზადება და მომზადებული ადამიანური რესურსები (სამხედრო) ფრონტზე დანაკარგების შესავსებად. ამის გარეშე ომის გაგრძელება შეუძლებელია“, - აცხადებს გენერალი.