გიორგი მამრდაშვილმა ესპანეთში სეზონი გახსნა – ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსიამ“ „ჟირონას“ უმასპინძლა და კაცნაკლულმა 1:0 მოუგო.
„მესტალიაზე“ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია. „ვალენსია“ 45+2-ე წუთზე კარლოს სოლერიმ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა.
52-ე წუთზე „ვალენსია“ კაცნაკლული დარჩა – გუნდის შვეიცარიელი ლეგიონერი ერაი ჯემერტი მოედნიდან გააძევეს და მასპინძლები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოც აღელდა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
70-ე წუთზე „ჟირონამ“ სახიფათოდ შეუტია, კარში მიგელ გუტიერესმა დაარტყა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი ფხიზლად იყო და ბურთი მოიგერია. ასევე მოხდა რამდენიმე წუთში, როდესაც მის კარს ალექს გარსია დაემუქრა, მაგრამ გიორგიმ ბურთი კვლავ ადვილად მოიგერია.
„ვალენსიამ“ 90+7-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედაც აიღო. მაგრამ მთავარმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა, მაშინვე მატჩი დაამთავრა და გიორგი მამარდაშვილმა და „ვალენსიამ“ სეზონი გამარჯვებით დაიწყეს.