უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვაგაავრცელა, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მოქალაქეების დუმილი ამ ქვეყნის აგრესიის პირობებში, ბოროტების თანამონაწილეობას ნიშნავს.
„თუ რუსეთის მოქალაქეობა გაქვთ და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით, ეს ნიშნავს, რომ [ომს] მხარს უჭერთ. სადაც არ უნდა იყოთ - როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ