logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთის მოქალაქეობა გაქვთ და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ ომს მხარს უჭერთ - სადაც არ უნდა იყოთ, რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ უნდა ჟღერდეს
- +

15 აგვისტო. 2022. 10:20

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვაგაავრცელა, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მოქალაქეების დუმილი ამ ქვეყნის აგრესიის პირობებში, ბოროტების თანამონაწილეობას ნიშნავს.

„თუ რუსეთის მოქალაქეობა გაქვთ და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით, ეს ნიშნავს, რომ [ომს] მხარს უჭერთ. სადაც არ უნდა იყოთ - როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ

right_banner right_banner
არქივი
right_banner