logo_geo
eng_logo
ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის სტანდარტები გააცნეს
- +

15 აგვისტო. 2022. 10:48

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბაკურიანში, სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ, გააქტიურებული ტურისტული სეზონის პირობებში, უმნიშვნელოვანესია, მაქსიმალურად იყოს დაცული სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დეტალურად განუმარტეს HACCP-ისსტანდარტის დანერგვის, ობიექტის ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, ზოგადი ჰიგიენის წესები და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აღინიშნა, რომ სააგენტო ღიაა რეგულარული თანამშრომლობისათვის, ეფექტიანი კომუნიკაცია კი ხელს უწყობს ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რაც მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

საინფორმაციო შეხვედრა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner