logo_geo
eng_logo
პრემიერი: ივლისში დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით
- +

15 აგვისტო. 2022. 14:17

 

 

ივლისში დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა.

ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა - 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არის რეკორდული როგორც წინა წლის ივლისთან, ასევე სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი თითქმის 37%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ ​ თითქმის 10 მილიარდი და 200 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-ით მეტია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner